დიდი იმედი მაქვს “ნაციონალური მოძრაობა” არ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, რომ პარტიულად არ შევა პარლამენტში და ცალკეული დეპუტატები შევლენ, ეს იქნება პოლიტიკური ხარაკირი, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.მისივე თქმით, ამ ეტაპზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იქნება, რომ პარლამენტში გააგრძელონ მუშაობა და მნიშვნელოვანი ინიციატივების განხილვაში მიიღონ მონაწილეობა.