10:00
1 დეკემბერი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
360 გრადუსი
"დიდი დიღმის ამბავი შეაფასა "ყაზტრანსგაზმა"?! ვინმემ დავინახეთ, რომ რომელიმე პასუხისმგებელი პირი გადადგა?!" - ალეკო ელისაშვილი
25-01-2019

16 იანვრის ამბავი შეაფასა „ყაზტრანსგაზმა“?! ვინმემ დავინახეთ, რომ რომელიმე პასუხისმგებელი პირი გადადგა, იმ ორი პირის გარდა, რომლებიც გულგრილობის გამო დასაჭერები იყვნენ?!, - ამის შესახებ „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, კომპანია „ყაზტრანსგაზს“ პასუხისმგებლობა არც რამდენიმე თვის წინ, ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე აუღია.

„ყაზტრანსგაზი არის კომპანია, რომელსაც რისი ბიზნესი აქვს?! მაგიდას, სკამებსა და თეფშებს რომ აწარმოებდეს, რომელიც შეიძლება, გაგიტყდეს, უხარისხო იყოს და არაუშავს. ეს არის კომპანია, რომელიც საფრთხეს გვიქმნის. ნოემბერში ფონიჭალაში საშინელი შემთხვევა მოხდა, დაიღუპნენ ადამიანები, მცირეწლოვანი ბავშვი. ამის შესახებ „ყაზტრანსგაზს“ საერთოდ არაფერი უთქვამს, არც განცხადება გაუვრცელებია, არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს, ვითომც არაფერი.

ამის შემდეგ 16 იანვარს დიდ დიღომში მოხდა შემთხვევა, აქაც მსხვერპლით დასრულდა. 16 იანვრის ამბავი შეაფასა „ყაზტრანსგაზმა“?! ვინმემ დავინახეთ, რომ რომელიმე პასუხისმგებელი პირი გადადგა, იმ ორი პირის გარდა, რომლებიც გულგრილობის გამო დასაჭერები იყვნენ?! როცა კომპანიაში რაღაც ცუდია, ტოპ-მენეჯმენტი, მმართველები ტოვებენ თანამდებობას“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

AutoPlay
ისე არ გამოვიდეს, რომ მართლა წარმოუდგენლად მძიმე აფეთქება მიიღოს ამ ხელისუფლებამ - ხატია დეკანოიძე
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
ამ აკრძალვის შედეგია, რომ პირიქით მიაწყდა ხალხი - ალეკო ელისაშვილი
27-11-2020
როცა ფინანსურად საშუალო კლასის ოჯახი წელში გაწყდება, იმის აღდგენა ჯდება 10-ჯერ უფრო ძვირი - გიგა ბოკერია
27-11-2020
„360 გრადუსი“: პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისი; ოპოზიციის პოზიცია
27-11-2020
იმის გამო, რომ ხმები დაგვაკლეს არ მივიღოთ დაფინანსება, არალოგიკურია - ბადრი ჯაფარიძე
26-11-2020
ჩვენ გვაქვს საგიჟეთი მოწყობილი და ამ შეზღუდვებით კიდევ უფრო უარესს ვაკეთებთ - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
26-11-2020
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები