14:55
27 სექტემბერი, 2021, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
დიდი ბრიტანეთის ყველაზე მრავალშვილიანი ოჯახი 22-ე ბავშვს ელოდება
28-10-2019

დიდი ბრიტანეთის ყველაზე მრავალშვილიანი ოჯახი 22-ე ბავშვს ელოდება.

სიუ და ნოელ რედფორდების ოჯახში  11 გოგო და 10 ბიჭია. პირველი ბავშვი სიუმ 14 წლის ასაკში გააჩინა, ახლა ქალი 44 წლის არის.
მშობლებმა პატარას სქესის გაგება არ მოისურვეს, თუმცა დედა ფიქრობს, რომ ბავშვი ბიჭია, რადგან ყოველთვის ეგონა, რომ 11 ბიჭი და 11 გოგო ეყოლებოდა. პატარა 2020 წლის აპრილში უნდა გაჩნდეს.

რედფორდები ვიქტორიანული სტილის ძველებურ სახლში  შვილთან ერთად ცხოვრობენ, სადაც 10 საძინებელია. სახლი მათ 11 წლის წინ შეიძინეს.რედფორდების უფროსი შვილები 30 წლის კრისი და 25 წლის სოფია არიან, რომელთაც უკვე საკუთარი შვილები ჰყავთ და ცალკე ცხოვრობენ.

19-ბავშვიდან ექვსი დაწყებით სკოლაში დადის. კიდევ ხუთი უფროსკლასელია. მამას ბავშვები სკოლაში მიკროავტობუსით დაჰყავს. ხოლო როდესაც უფროსები სკოლაში არიან, სამი მცირეწლოვანი ბავშვი დედასთან რჩება.

რედფორდების ოჯახში სარეცხს დღეში რამდენჯერმე რეცხავენ. თვის განმავლობაში მათ 30 ბოთლის სარეცხი საშუალება სჭირდებათ.
სიუ რედფორდი ამბობს, რომ ყველზე რთული და ხანგრძლივი ბავშვები ბანაობის პროცესია, რომელიც 18:00 საათზე იწყება და 21:00 საათამდე გრძელდება. მის მეუღლეს საკუთარი საცხობი აქვს. ამის გარდა, ოჯახს დანიშნული აქვს შემწეობა – კვირაში 170 გირვანქა სტერლინგი.

რედფორდები ბრიტანეთში პოპულარობით სარგებლობენ. 2013 წელს მათ რეალითი შოუში მიიღეს მონაწილეობა, სახელწოდებით „16 ბავშვი - გაგრძელება იქნება“. ახლა რეფორდები ოჯახის ახალი ამბების შესახებ თაყვანისმცემლებს Youtube-სა  და Instagram გვერდებზე უყვებიან. ოჯახის შემოსავლის ძირითად წყარო ნოელის საცხობია.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები