დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრები დაასახელა. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მან დომინიკ რააბი, ხოლო შინაგან საქმეთა მდივნის პოსტზე პრიტი პატელი დაასახელა. რააბი ბრექსითის ყოფილი მინისტრია და ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის აქტიური მომხრეა. პრიტი პატელი კი წარმოშობით ინდოელი პოლიტიკოსია, რომელიც ადრე ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების მდივნის პოსტს იკავებდა. რაც შეეხება სხვა წამყვან თანამდებობებს, თავდაცვის მდივნის პოსტს ბენ უოლესი, განათლების მდივნის პოსტს კი გევინ უილიამსონი დაიკავებს. რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრ ჯერემი ჰანტს, იგი მთავრობიდან მიდის.
ბორის ჯონსონი მინისტრთა კაბინეტის წევრებს დღეს დილით შეხვდება, შემდეგ კი იგი თემთა პალატაში სიტყვით გამოვა.