დიდი ბრიტანეთის პრემიერის ტერეზა მეის პრესსპიკერმა ბრექსითის გადადება გამორიცხა. ევრონიუსის თქმით, ბრიტანეთის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საჭირო კანონმდებლობა რაც ევროკავშირიდან გასვლისთვის აუცილებელია, დროულად იქნეს მიღებული და 29 მარტისთვის, ქვეყანამ ევროპული კავშირი დატოვოს. ტერეზა მეის პრესსპიკერი ელისონ დონელი აცხადებს, რომ ბრიტანეთის პრემიერი 50-ე მუხლის მოქმედების გახანგრძლივებას გამორიცხავს. შეგახსენებთ, ტერეზა მეი ბრექსითის შესახებ ევროკავშირთან მიღწეულ შეთანხმებაზე პარლამენტში დებატებს აგრძელებს. კენჭისყრა ამ საკითხზე 15 იანვარსაა დაგეგმილი.