დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 2 წლის განმავლობაში დატოვებს. ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ხელი დოკუმენტს მოაწერა, რომლითაც "ბრექსიტის" პროცესი დაიწყება. გარდა ამისა დაიწყება მოლაპარაკებები ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის. ტერეზა მეი პარლამენტის წინაშე წარსდგება, რათა განაცხადოს, რომ ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლი აამოქმედა, რაც "ბრექსიტს" გულისხმობს. ევროკავშირის სამიტი, რომელზეც ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის დირექტივები დამტკიცდება, 29 აპრილს გაიმართება.