დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, ტერეზა მეი, პარლამენტის დათხოვნის მიზნით დედოფალს შეხვდება. ქვეყნის პარლამენტმა, 8 ივნისს ჩასატარებელი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამო მუშაობა უკვე შეწყვიტა. ბრიტანეთის კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების ჩატარებამდე 25 სამუშაო დღით ადრე პარლამენტის დათხოვნა უნდა მოხდეს. ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის დედოფალს პარლამენტის დათხოვნის საკითხის შესათანხმებლად შეხვდება. თუმცა, ამ პროცედურას ფორმალური ხასიათი აქვს. 19 აპრილს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ინიციატივით გამოვიდა, რომ 8 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მას მხარი ქვეყნის პარლამენტმა დაუჭირა.