დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრს ნედინ დორისს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.
ნედინ დორისი, რომელიც კონსერვატიული პარტიის დეპუტატიც არის, აცხადებს, რომ ტესტირების შემდეგ, მან უსაფრთხოების ზომების დაცვის ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ექვსი ადამიანია დაღუპული, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 383-ია.