დიდი ბრიტანეთის ისტორიაში პირველად, ლონდონის პოლიციას ქალი უხელმძღვანელებს. დედაქალაქის პირველი პოლიციელი 56 წლის კრესიდა დიკია. აღნიშნულ თანამდებობაზე მან ბერნარდ ჰოგან ჰოუვი შეცვალა. დიკის თქმით, მისთვის დიდი პატივია ამ საპასუხისმგებლო პოსტზე დანიშვნა და სიამოვნებით შეუდგება მუშაობას. წლების განმავლობაში ის ანტიტერორისტულ სამსახურში მუშაობდა. 2014 წელს მან თანამდებობა დატოვა და სამუშაოდ საგარეო საქმეთა სამინისტროში გადავიდა.
კრესიდა დიკის ანაზღაურება წელიწადში 270 000 ფუნტი სტერლინგი იქნება.