პირდაპირ პასუხს გაგცემთ - არა, არ გვაქვს, - ასე პასუხობს დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში კითხვას, აქვს თუ არა დიდი ბრიტანეთის დაზვერვას უკრაინის სადაზვერვო სამსახურის მსგავსი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარება. ელჩის შეფასებით, საქართველო თავის როლს ასრულებს სანქციების უპრეცედენტო პაკეტის დაცვაში, რომელიც დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ აამოქმედა.