საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში სოფიო ქაცარავა, საბერძნეთის რესპუბლიკაში დავით დონდუა, ხოლო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლევან იზორია დაინიშნა. აღნიშნულ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სოფიო ქაცარავა 2016-2019 წწ. საქართველოს პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტში გაერთიანებულ სამეფოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გახლდათ. მან პარლამენტი პროპლრციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების შემდეგ დატოვა.
დავით დონდუა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 1993 წლიდან სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. ხოლო ლევან იზორია 2012-2015წწ. იკავებდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას; 2019-2020წწ გახლდათ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი.