დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის სამინისტროში განიხილება კანონპროექტი, რომელიც ავტოავარიის დროს ველოსიპედისტის დანაშაულს ეხება. კანონპროექტის ავტორების აზრით, ავარია, რომელიც მსხვერპლით დასრულდა და რომელშიც დამნაშავე ველოსიპედისტია, ისევე უნდა დაისაჯოს, როგორც ჩვეულებრივი ავტომანქანის მფლობელი დაისჯება.
დღეს მოქმედი კანონით, ავტომობილის მძღოლებს, გაუფრთხილებლობით ჩადენილი ავტოავარიისთვის, რომელიც მსხვერპლით დასრულდა, 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, ხოლო მთვრალი და სისწრაფის მოყვარული მძღოლებისთვის სასჯელი 14 წლამდეა. რაც შეეხება ველოსიპედისტებს, მათი მონაწილეობით და მათი ბრალეულობით მომხდარი ავტოავარიისთვის ისინი ვიქტორიანული ეპოქის კანონებით ისჯებიან და სასჯელი მხოლოდ 2 წელია.