დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ქვეყნის მწვანე ენერგეტიკის განვითარებაში 26,8 მლნ დოლარის ინვესტირებას აპირებს. ეს არის ქვეყნის გაცხადებული სტრატეგიის ნაწილი, რომლის თანახმად ქვეყნის მიერ წარმოებული ელექტროენერგია 2035 წლიდან უკვე სრულად განახლებადი წყაროებიდან უნდა მოვიდეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ხელისუფლების თქმით, ეს ნაბიჯი ბიძგს მისცემს ზღვის ტექნოლოგიების განვითარებას, რომელიც ზღვის მოქცევის ენერგიად გადაქცევას ითვალისწინებს. მას შეუძლია ქვეყნის ენერგომოხმარების 20%-ის გენერირება.
სააგენტოს ცნობით, დიდი ბრიტანეთი, რომელიც ამ თვეში მასპინძლობდა გლაზგოს კლიმატის სამიტს COP26, პირობას დებს, რომ 78%-ით შეამცირებს ნახშირორჯანგის გაფრქვევას ატმოსფეროში და 2035 წლიდან გადავა მხოლოდ განახლებად ენერგიის წყაროზე.