ლონდონელმა მეცნიერებმა დიდი ბრიტანეთის კუნძულის გაჩენის მიზეზები გაარკვიეს. მათი დასკვნით, 160 წლის წინ, ტბა, რომელიც ყინულის ფარით იკვებებოდა, წყლით ისე გადაივსო, რომ საბოლოოდ კალაპოტიდან გადმოვიდა, რის შედეგადაც საბოლოოდ კუნძულიც გაჩნდა. კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა. დაახლოებით 450 ათასი წლის წინ, ბრიტნეთის კუნძულებიდან სკანდინავიის ნახევარკუნძულამდე ჩრდილოეთის ზღვის ტერიტორიას ყინული ფარავდა. იმ დროს ოკეანის ზედაპირის სიმაღლე დღევანდელზე დაბალი იყო, ლა-მანშის სრუტე კი არ არსებობდა. მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ ინგლისი მოგვიანებით გაჩნდა, როდესაც ხმელეთი, რომელიც ბრიტანეთს ევროპასთან (უილდ-არტუას ქედი) აერთდებდა, ყინულოვანი ტბისგან დაიფარა, მაგრამ კატასტროფის დამადასტურებელი ზუსტი მონაცემები არ არსებობდა.