დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით დიდგორის ველზე დიდი ღონისძიებები მიმდინარეობს. სპეციალურად ამ დღისთვის დიდგორის ველზე, მსახიობების მონაწილეობით გაცოცხლებულია 1121 წლის საქართველო. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას საშუალება აქვს იხილოს ქართული კულტურისა და რეწვის ნიმუშები, ასევე შესაძლებობა ქვთ ნახოს ქართული ორთაბრძოლის ხელოვნება.
ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრები და მაღალი რანგის სხვა პირები, ასევე მოწვეული სტუმრები და მოსახლეობა. დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მთავრობის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა სახელმწიფო ჯილდო - "დიდგორის ჯვრის ორდენი", რომელიც ყოველი წლის 12 აგვისტოს გადაეცემათ გამორჩეულ სამხედრო მოსამსახურეებს. დიდგორის ჯვრის ორდენით ორი სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა. ასევე დააჯილდოვეს თეთრიწყაროს რაიონის ოქროსმედალოსანი მოსწავლეებიც.