დიდ დიღომში ანბანის ინსტალაციის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცე მოეწყო - Palitra News

დიდ დიღომში ანბანის ინსტალაციის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცე მოეწყო

2020-10-26 09:36:39+04:00

დიდ დიღომში, „გუდვილის“ მიმდებარედ, ე.წ. ანბანის ინსტალაცია განახლდა, ხოლო მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე მოეწყო. თბილისის მერიის ინფორმაციიტთ, ტერიტორია, სადაც სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა, 3800 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს. გარდა ანბანის რესტავრაციისა, მოეწყო ლედ განათების ქსელი, საფეხმავლო ბილიკები და სკამები, ასევე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები.

კეთილმოწყობილი სივრცე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.

პროექტი, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანიამ "გრინსერვის+" განახორციელა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 314 887 ლარი დაიხარჯა.