დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილებს დღეს დაკრძალავენ. გუშინ ცხედრები ქაშუეთის ეკლესიაში მიასვენეს. ადგილზე იყვნენ შეკრებილები გარდაცვლილების ოჯახის წევრები და ახლობლები. ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტრაგედის დიდ დიღომში 16 იანვარს მოხდა. გაზის აფეტქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი.