დიდი დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე გაზის გაჟონვით გამოწვეული აფეთქების შედეგად გარდაცვლილი დები და ერთ-ერთი დაღუპულის მცირეწლოვანი ვაჟი ქაშვეთის ტაძრიდან გამოასვენეს. სამგლოვიარო პროცესია საბურთალოს სასაფლაოს მიმართულებით გაგრძელდა, სადაც დაღუპულები დაკრძალეს. გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა. ქაშვეთის ტაძარში იმყოფებოდნენ თბილისის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, მერიისა და საკრებულოს მაღალჩინოსნებთან ერთად.