დიდ დიღომში სადაც 16 იანვარს აფეთქება მოხდა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს მივიდნენ. სწორედ ექსპერტებმა უნდა დადონ საბოლოოდ დასკვნა რამდენად ვარგისია აღნიშნული კორპუსი საცხოვრებლად, ასევე ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს ვის რა ოდენობის ზარალი მიადგა აფეთქების შედეგად. ამ დრომდე კორპუსის მცხოვრებლები მერიას სხვადასხვა სასტუმროებში ყავს გადანაწილებული. აფეთქება დიდ დიღომში 16 იანვარს მოხდა. უბედურ შემტხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა.