ახალი დეტალები დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქებისას დაღუპულთა შესახებ. ირკვევა რომ ტრაგედიის შემდეგ დაღუპული 4 ადამიანიდან სამი - ერთი ოჯახის წევრია. მეექვსე სართულზე აფეთქების დროს ადგილზე დაიღუპნენ მინდია ფირალიშვილის მეუღლე ნათია ციცვიძე, მისი მცირეწლოვანი შვილი და ნათიას და ნინო, რომელიც ოჯახში სტუმრად იყო მისული. რაც შეეხება მეოთხე გარდაცვლილს, ის ახალგაზრდა მამაკაცი, ლევან დავლაძეა. იგი იმ საბედისწერო დღეს ამ კორპუსში სტუმრად იმყოფებოდა. აღნიშნულის შესახებ kvirispalitra.ge წერს. არსებული ინფორმაციით, ლევან დავლაძე მეგობრის ბინაში გასაღების ასაღებად აბრუნდა, რომელიც მასთან დარჩა. "ეტყობა ბინის კარი გააღო და ამ დროს მოხდა აფეთქებაც. წნევა იმდენად ძლიერი იყო, რომ ბიჭი მეექვსე სართულიდან ძირს გადმოაგდო და შემთხვევის ადგილზე მისულ მაშველებს, ის უკვე გარდაცვლილი დახვდათ. მისი ამოცნობა გაწირდა, რადგან ცხედარს თავი აღარ ჰქონდა" -აცხადებენ მეზობლები.