დიდ და პატარა ლილოს შორის არსებულ ხევში ბალახს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის სამი ჯგუფი. რა ფართობზეა ხანძარი გავრცელებული, ჯერჯერობით უცნობია.