დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, ტერეზა მეის განცხადებით, მანჩესტერში განხორციელებული სისხლიანი თავდასხმის შემდეგ ქვეყანაში მორიგი ტერაქტი შესაძლოა გარდაუვალი იყოს. მეის თქმით დიდ ბრიტანეთში ტერორიზმის საფრთხე ძალიან მაღალია. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერმა ქვეყნის ანტიტერორისტულ სამსახურზე და ანალიტიკოსებზე დაყრდნობით გააკეთა. "სპეციალისტების თქმით, მორიგი თავდასხმის შესაძლებლობა არა მარტო მაღალი, არამედ გარდაუვალიც კი შეიძლება იყოს" - აცხადებს ტერეზა მეი.
გარდა ამისა მანჩესტერ არენაზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შეფასებისას, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა პირობა დადო, რომ ქვეყნის ქუჩებში პატრულირებას ამიერიდან არმიაც მოახდენს. მეის თქმით მოსახლება პანიკაში და შიშში არ უნდა ცხოვრობდეს.