დიდი ბრიტანეთი კოვოდრეგულაციებს ამსუბუქებს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრმა ბორის ჯონსონმა გამნაცხადა.
რეგულაციების შემსუბუქება მოიცავს საჯარო სივრცეში ნიღბების ტარების მოთხოვნის გაუქმებას, ასევე 27 იანვრიდან Covid-ის საშვის წარდგენის ვალდებულების და დისტანციური მუშაობის რეკომენდაციის გაუქმებას.
გეგმის მიხედვით, ადამიანებს ჯერ კიდევ დასჭირდებათ თვითიზოლაცია ინფიცირების შემთხვევაში, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა და ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნეს, რომ ეს სამუდამოდ არ გაგრძელდება. ასევე ნიღბების ტარება სავალდებულოა საზოგადებრივ ტრანსპორტში. სკოლის მოსწავლეებს ხვალიდან აღარ დასჭირდებათ ნიღბების ტარება საკლასო ოთახებში.