დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება იმ ქვეყნების სიას, რომელთა მოქალაქეებიც 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გადიან, საფრანგეთს, მალტასა და ნიდერლანდებს უმატებს,- ამ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შეზღუდვა ძალაში მიმდინარე კვირის შაბათიდან შევა და მისი მიზანი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა. ამის მიზეზი გუშინ საფრნგეთში კორონავირუსის რეკორდული- 2 524 შემთხვევის დაფიქსირება გახდა. რაც შეეხება კვირის მონაცემებს, საფრანგეთში, 3-9 აგვისტოს, ყოველ 100 000 მოსახლეზე ინფიცირების 15 შემთხვევა დადასტურდა, ნიდერლანადებში -19, მალტაში კი - 35. აღსანიშნავია, რომ დიდმა ბრიტანეთმა ივლისში კარანტინი ესპანეთიდან და ბელგიიდან ჩასულ მგზავრებსაც დაუწესა, რამაც ესპანეთის ხელისუფლების წარმომადგენლების უკმაყოფილება გამოიწვია.