დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრის თანამდებობისთვის რბოლის მეოთხე ტურში კვლავ ბორის ჯონსონმა გაიმარჯვა. რბოლას გამოეთიშა შინაგან საქმეთა მინისტრი საჯიდ ჯავიდი. რბოლაში მონაწილეობას აგრძელებენ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი, გარემოს დაცვის მინისტრი მაიკლ გოუვი და მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანტი.
კენჭისყრის მიხედვით, ჯონსონმა 313-დან 157 ხმა მიიღო, გოუვმა - 61, ჰანტმა - 59. კენჭისყრა დღის განმავლობაში იქამდე გაგრძელდება, სანამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის მსურველებიდან მხოლოდ ორი კანდიდატი არ დარჩება. ამის შემდეგ პროცესში კონსერვატიული პარტიის თითქმის 160 ათასი წევრი მიიღებს მონაწილეობას, რომელებიც სასურველ კანდიდატს ხმას ელექტრონული პოსტის მეშვეობით მისცემენ.
არჩევნებში გამარჯვებული არა მხოლოდ კონსერვატიული პარტიის ლიდერი, არამედ ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდება.