დიდი ბრიტანეთი მძღოლებისთვის ახალ სანქციებს აწესებს. გზებზე უსაფრთხოების დაცვის მიზნით ქვეყანაში ახალი კანონპროექტი შეიმუშავეს. კერძოდ, მძღოლები, რომლებიც მანქანით მოძრაობისას სმარტფონებს შეეხებიან, 200 გირვანქა სტერლინგით დაჯარიმდებიან.
საზოგადოებისთვის ცნობილია ისიც, რომ დიდი ბრიტანეთის გზებზე ახალ HD traffic კამერებს დააყენებენ, რომელიც მძღოლების მოძრაობის დაფიქსირების საშუალებას იძლევა. მძღოლები დაჯარიმდებიან მაშინაც, თუ ისინი მანქანის მართვისას ტელეფონით სოციალურ ქსელს დაათვალიერებენ.
როგორც ამბობენ, ქვეყანაში მოქმედი კანონი არასრულფასოვანია და დღეს მხოლოდ ის მძღოლები ჯარიმდებიან, ვინც მანქანის მართვისას ტელეფონით ფოტოს იღებს ან მესიჯს აგზავნის.