დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის სამინისტრო ყველაზე ხმაურიანი კანონდამრღვევების გამოსავლენად ქვეყნის ტერიტორიაზე რამდენიმე ადგილას აკუსტიკური კამერების დამონტაჟებას აპირებს. ამ კომპლექტების საშუალებით ხელისუფლება იმედოვნებს, რომ მოხსნის იმ მოქალაქეთა პრობლემას, რომლებიც ავტომობილებისა და მოტოციკლეტების ხმაურის გამო ჩივიან. BBC-ის ცნობით, ტექნოლოგია "აკუსტიკური კამერა“ ჯერ სრულყოფილი არ არის, ამიტომ ისინი გზებზე შვიდი თვის შემდეგ გამოჩნდებიან.
"აკუსტიკური კამერის“ მთავარი ელემენტი მაღალი მგრძნობელობის მიკროფონია. ის ხმაურის დონეს სწავლობს, განსაზღვრავს კანონდამრღვევს და მხოლოდ ამის შემდეგ ახდენს კამერის აქტივაციას, რომელიც ავტომობილს ფოტოს უღებს და ჯარიმის გამოსაწერად უწყებაში აგზავნის.