დიდ ბრიტანეთში დედოფალ ელისაბედ II-ის დაბადების დღე აღნიშნეს - ღონისძიებაზე ოცმა თვითმფრინავმა ცაში დროშის ფერები გამოსახეს - Palitra News

დიდ ბრიტანეთში დედოფალ ელისაბედ II-ის დაბადების დღე აღნიშნეს - ღონისძიებაზე ოცმა თვითმფრინავმა ცაში დროშის ფერები გამოსახეს

2019-06-08 19:32:35+04:00

დიდ ბრიტანეთში დედოფალ ელისაბედ II-ის დაბადების დღე აღნიშნეს. დედოფალი ელისაბედი 93 წლის 21 აპრილს გახდა, თუმცა ბრიტანული ტრადიციების მიხედვით დედოფლის დაბადების დღე ყოველწლიურად ივლისის მე-2 პარასკევს აღინიშნება. საზეიმო ღონისძიებას სამეფო ოჯახის წევრები უელსის პრინცი ჩარლზი, კემბრიჯის ჰერცოგი- პრინცი უილიამი და მისი მეუღლე - კემბრიჯის ჰერცოგინია კეტრინი, ასევე, სასექსის ჰერცოგი -პრინცი ჰარი და მისი მეუღლე სასექსის ჰერცოგინია მეგანი ესწრებოდნენ. ღონისძიებაში 20 თვითმფრინავი მონაწილეობდა, რომლებმაც ცაში ბრიტანეთის დროშის ფერები გამოსახეს. ამის შემდეგ ბუკინგების სასახლეში აღლუმი მოეწყო, სადაც 1 400 ჯარისჯაცი, 300 ცხენი და 400 მუსიკოსი მონაწილეობდა.