დიდ ბრიტანეთი აცხადებს, რომ იგი აკრძალავს ლიბანურ შიიტურ მოძრაობა ჰეზბოლას და მას ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანს. ამის შესახებ ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა განაცხადა. „ჰეზბოლა აგრძელებს ახლო აღმოსავლეთში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობებს. ჩვენ ვეღარ ვხედავთ განსხვავებებს ჰეზბოლას, როგორც აკრძალულ სამხედრო ფრთასა და პოლიტიკურ პარტიას შორის“, - განაცხადა შს მნისტრმა. მისივე თქმით, სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ მათ მოძრაობის მთლიანად აკრძალვა გადაწყვიტეს. შეგახსენებთ, ჰეზბოლა ლიბანური დაჯგუფებაა, რომელიც აერთიანებს როგორც პოლიტიკურ, ასევე სამხედრო ფრთას. იგი მიჩნეულია ტერორისტულ ორგანიზაციად ისრაელის, აშშ-ისა და კანადის მიერ. მხოლოდ შეიარაღებული ფრთა კი მიჩნეულია ტერორისტულ დაჯგუფებად ავსტრალიაში, ეგვიპტეში და ამ დრომდე ასე იყო ბრიტანეთშიც.