ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი მიიჩნევს, რომ არის შესაძლებლობა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ შეთანხმებას მიაღწიონ. მისივე თქმით, თუ ასე მოხდა, ეს იქნება საქართველოს მხრიდან ძლიერი მესიჯი საერთაშორისო პარტნიორებისთვის.
ამასთან, ელჩი აღნიშნავს, რომ თუ შეთანხმება შედგება, ეს იქნება ყველა პოლიტიკური მხარის ხელმძღვანელობის დამსახურება, რომლებიც ცდილობენ პროცესის დასრულებას და გამოხატავენ სურვილს, მოიძებნოს კომპრომისი.