ონკოპათოლოგიები მსოფლიოში ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. ონკოპათოლოგიებით დაავადებული ადამიანების რიცხვის მკვეთრად ზრდამ , განაპირობა მასთან ბრძოლის სხვადასხვა მეთოდის შემუშავება. თანამედროვე მედიცინაში ყველაზე ეფექტური, სიმსივნის ადრეულ სტადიებზე დიაგნოსტირება და მკურნალობაა , რომლის ძირითად მეთოდად ქირურგიული ჩარევა მიიჩნევა. ლაპაროსკოპია, ქირურგიული ჩარევის ერთერთი ,ყველაზე თანამედროვე და აპრობირებული მეთოდია მედიცინაში.ლაპაროსკოპიული მეთოდით ჩატარებული ოპერაციები ნაკლებინვაზიური და ტრავმულია, მკვეთრად შემცირებულია ქირურგიული გართულების რისკები და რეაბილიტაციის პერიოდი. "ავერსის კლინიკაში" ტარდება, როგორც დიაგნოსტიკური ლაპარასკოპია ასევე ლაპარასკოპიული ოპერაციები.მაღალკვალიფიციური პერსონალის და თანამედროვე ტექნოლიგიების სინთეზი კი განაპირობებს , არაერთ უმაღლესი ხარისხით ჩატარებულ წარმატებულ ოპერაციას.