დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებულ გმირებს. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, სეპარატისტების მიერ დახვრეტილთა საფლავები ამ დრომდე უცნობი იყო. მათი იდენტიფიცირება და გადმოსვენება რამდენიმე დღის წინ მოხდა. ამ 25 ადამიანს შორის არიან ისინი ვინც სოხუმის დაცემამდე იცავდნენ უმაღლესი საბჭოს შენობას და სიცოცხლის ბოლო წუთამდე იბრძოდნენ საქართველოს ერთიანობისთვის. 25 წლის შემდეგ დაბრუნებული 25 გმირის ამბავი - ჟურნალისტი ლალი პაპასკირი ვრცლად ამ თემაზე.