სოლარიუმი თქვენი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა - ეს ფრაზა ალბათ ბევრჯერ მოგისმენიათ, თუმცა კარგად არ დაფიქრებულხართ იმ რისკებზე, რის წინაშეც შესაძლოა გარუჯვის მოყვარულები დგანან. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს ურჩევს თავი შეიკავონ სოლარიუმით სარგებლობისგან და რისკებსაც განმარტავენ. ვის ეკრძალება განსაკუთრებით ულტრაიისფერი სხივების მიღება და რა დაავადებები შეიძლება მოჰყვეს არც თუ ისე უსაფრთხო გარუჯვას - ამ თემაზე ვრცლად ჟურნალისტი ანა მარშანია, რომელიც დაავადებათა კონტროლის ცენტრის წრმომადგენელს ესაუბრა. ასევე იმ რისკებზე, რომელიც შესაძლოა გარუჯვას მოყვეს, უფრო ვრცლად გვესაუბრება დერმატოვენეროლოგი, თბილისის დერმატოვენეროლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე სოსო კობახიძე.