ბოლო დროს ბევრს საუბრობენ ინტერნეტთამაშზე, რომელსაც თინეიჯერების გახშირებული თვითმკვლელობის შემთხვევებს უკავშირებენ. საუბარია თამაშზე სახელწოდებით "ლურჯი ვეშაპი", რომლის ძირითადი მომხმარებლები არასრულწლოვნები არიან. შსს-მ აღნინულთან დაკავშირებით გამოძიება 2 მუხლით დაიწყო, ერთ-ერთი მათ შორის გამოძიება თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს. რა არის რეალურად "ლურჯი ვეშაპი", რა რჩევები აქვთ ფსიქოლოგებს და როგორ უნდა დაიცვათ შვილი ინტერნეტში მავნე ზემოქმედებისგან? - "კვირის პალიტრის" ჟურნალისტმა თეა ხურცილავამ ვრცელი სტატია მოამზადა ამ თემაზე.