საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ექს-გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა 10 სექტემბრისთვის დაანონსებული უკრაინაში ჩასვლა რეალობად აქცია. ჯერ ავტობუსით, შემდეგ მატარებლით და ფეხით მივიდა უკრაინის საზღვრამდე, ბოლოს კი როგორც თავად განაცხადა, მხარდამჭერების მიერ ხელში აყვანილმა გადაკვეთა უკრაინის საზღვარი.სააკაშვილი ლვოვში მხარდამჭერებთან ერთად სამომავლო გეგმებს აწყობს, უკრაინის სამართალდამცავი ორგანოები კი ექს-გუბერნატორის მიერ უკრაინის საზღვრის გარღვევის ფაქტზე რეაგირებას აპირებენ - სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების პოლიტიკურ და სამართლებრივ ასპექტებზე, ახლა დღის თემის სტუდიაში ჟურნალისტ რუსა შელიასთან ერთად ვისაუბრებთ