ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქის სავაჭრო ობიექტებში 10 მასშტაბური ხანძარი მოხდა. ამას დღეს გამთენიისას, ფოთში მომხდარი ხანძარიც დაემატა - ფოთის ბაზრობის ტერიტორიაზე არსებულ სავაჭრო ცენტრში ხანძრის შედეგად დაიწვა 70-მდე მაღაზია, დაზარალებულია ათობით მოვაჭრე და წინასწარი ვარაუდით მათი ზარალიც საკმაოდ დიდია. რამდენად დაცულია უსაფრთხოების ნორმები ბაზრობებსა თუ სავაჭრო ცენტრებში და რომელია ცეცხლსაშიში ადგილები თბილისში - ჟურნალისტი თორნიკე ყაჯრიშვილი ჟურნალისტური გამოძიების შედეგებს გაგაცნობთ.