კანონმდებლობა ნარკოპოლიტიკის თვალსაზრისით არის ზედმეტად მკაცრი და საჭიროებს ლიბერალიზაციას - პრემიერის ეს განცხადება თბილისში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. რეპერების დაკავება კლიპის გამო, მრავალრიცხოვანი აქცია მათ მხარდასაჭერად, მთავრობის პირველი პირების რადიკალური განცხადებები ნარკოპოლიტიკის ცვლილებასთან დაკავშირებით და მოსალოდნელი ცვლილებები კანონმდებლობაში - ბოლო დღეების მთავარ თემაზე "დღის თემაში" ჟურნალისტი ნარიტა ჩხაიძე საუბრობს.