დღეს ჰამბურგში "დიდი ოცეულის" ქვეყნების ლიდერების ორდღიანი სამიტი გაიხსნა. სამიტის განსახილველი თემებია ტერორიზმთან ბრძოლა, ვაჭრობა და ეკონომიკური პრობლემები, კლიმატის ცვლილები, მიგრაციის პრობლემები და სხვა საკითხები. თუმცა, მსოფლიოს ყურადღება ერთი მნიშვნელოვანი მოვლენისკენაა მიპყრობილი - სწორედ სამიტის ფარგლებში, დღეს ერთმანეთს პირველად შეხვდებიან ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის პრეზიდენტები - დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი. უცხოეთის მიმომხილველი კახა დგებუაძე საუბრობს, რა მოლოდინები აქვთ მხარეებს და რას მოუტანს მსოფლიოს ტრამპი-პუტინის პირველი შეხვედრა?