საქართველოს ექსპრეზიდენტსა და ოდესის ყოფილ გუბერნატორს დღეს არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს - მიხეილ სააკაშვილს, მეგობრისა და ყოფილი თანამებრძოლის, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებით, უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა. უკავშირდება თუ არა აღნიშნული პოროშენკოს საქართველოში ვიზიტს, რა გეგმები აქვს სამშობლოს გარეშე დარჩენილ სააკაშვილს და გახდება თუ არა ის „ქართველი გიულენი“ - ჩემი კოლეგა რუსა შელია ქართველ და უკრაინელ ექსპერტებს ესაუბრა და მათ პოზიციებს ახლა ჩვენც გაგაცნობთ