ბოლო 5 წლის მანძილზე სირიაში საქართველოს 30-მდე მოქალაქე დაიღუპა. ჯიჰადში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს მოქალაქეებმა სამოქალაქო ომის დაწყებიდან მალევე, 2012 წლის სექტემბერში დაიწყეს წასვლა. რა გაფრთხილებას გზავნიან ქართველი მოჯაჰედები საქართველოში, აქვთ თუ არა კავშირი აქ დარჩენილ ოჯახებთან და როგორია ე.წ ქართული ჯიჰადის თავისებურებები - „კვირის პალიტრის“ ჟურნალისტი ნინო ბურჭულაძე საუბრობს.