თუ მძღოლი ხართ, დღევანდელ გადაცემას ყურადღებით უნდა მოუსმინოთ, რადგან სულ რამდენიმე დღეში, 1-ელი ივლისიდან "საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში" ცვლილებები ამოქმედდება. რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა ახალი წესების შესახებ, რა მექანიზმებით დაფიქსირდება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა და რა ცვლილებები იგეგმება მართვის მოწმობის გამოცდის მოდელში - საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემებზე ჟურნალისტმა ანა მარშანიამ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილთან და დეტალურად გვიამბობს მოსალოდნელ ცვლილებებზე.