რამდენიმე დღეში მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის დღესასწაულს იზეიმებს, ტრადიციულად ოჯახები საფლავებზე გავლენ მიცვალებულების მოსახსენიებლად, თუმცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ სასაფლაოებზე, დევნილები ვერც წელს მიიტანენ წითელ კვერცხებსა და პასკას. აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა და 10 წელია, დევნილი მოსახლეობა მშობლების, შვილების, მეუღლეების საფლავების ნახვას ვერ ახერხებს - სწორედ ამ ადამიანების ისტორიებს მოვისმენთ დღევანდელ "დღის თემაში".