საქართველოს პარლამენტში 41 დეკლარირებული მილიონერია. რა თქმა უნდა ამ დეპუტატებს მილიონები საპარლამენტო საქმიანობით არ უშოვიათ - ნაწილი სამეწარმეო საქმიანობიდან დღემდე იღებს შემოსავლებს. დეპუტატების დეკლარირებულ თუ არადეკლარირებულ ბიზნესსაქმიანობაზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" ვრცელი კვლევა გამოაქვეყნდა. ჟურნალისტი რუსა შელია ამ კვლევას დეტალურად გაგვაცნობს და მილიონერ დეპუტატებსაც წარმოგვიდგენს.