დიდუბეში, წერეთლის გამზირზე რამდენიმე საათის წინ უბედური შემთხვევა მოხდა - ავარიული სახლის დემონტაჟის დროს, ადგილზე მომუშავე, 32 წლის მამაკაცი დაიღუპა. ნანგრევებში მოყვა და დაშავდა კიდევ სამი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.სამწუხაროდ, ბოლო ორი დღეა დღის თემაში შრომის უსაფრთხოებაში არსებულ დარღვევებზე გვიწევს საუბარი. გუშინაც მშენებლობაზე მომხდარ უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. წერეთლის გამზირზე იმყოფება ჟურნალისტი ნარიტა ჩხაიძე, რომელიც შემთხვევის ყველა დეტალზე საუბრობს.