ბოლო დღეებია ქართული საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთხელ არის მიპყრობილი კონფლიქტის ზონისკენ - რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ამჯერად გორის რაიონის სოფელ ბერშუეთთან დადგეს ე.წ საზღვრის აღმნიშვნელი ახალი ბანერი - "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა". მცოცავი ოკუპაციის გასაპროტესტებლად დღეს ბერშუეთში მდუმარე აქცია გაიმართება.
დღეს დღის თემის მთავარი თემა სწორედ ესაა - მცოცავი ოკუპაცია საქართველოში და საპროტესტო აქცია ბერშუეთში.