"დღის თემა" - გლდანში ცხენებს ხოცავენ და დახლებზე ძროხის ხორცად ასაღებენ? - Palitra News

"დღის თემა" - გლდანში ცხენებს ხოცავენ და დახლებზე ძროხის ხორცად ასაღებენ?

2018-03-06 15:55:37+04:00

ინტერნეტმომხმარებელი თეონა კუპრეიშვილი ფეისბუქზე შემზარავ ფოტოებს ავრცელებს და წერს, რომ თბილისში, გლდანში ცხენებს კლავენ და როგორც საქონელს ასაღებენ. აღნიშნული ინფორმაცია კუპრეიშვილმა "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება - GSPSA"-ს ფეისბუქ-ჯგუფში - "ცხოველებისადმი სისასტიკე" განათავსა. პოსტს უამრავი გამოხმაურება მოყვა.