თითქმის 30 წელია, ჩრდილოეთ კორეა სარაკეტო სისტემებს აძლიერებს და ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო მიეჩვია იმას, რომ ატომური იერიშით ემუქრება ამერიკას, აღმოსავლეთ აზიას ან ამერიკის კუნძულ გუამს... აქამდე მუქარა მუქარად რჩებოდა, თუმცა ბოლო ორი თვეა ოფიციალური ფხენიანი გააქტიურდა - გამოსცადა წყალბადის ბომბი და რამდენიმე რაკეტა გაუშვა იაპონიის ზღვის მიმართულებით. ჩრდილოეთ კორეის ტრადიციული მუქარა თუ მსოფლიო ახალი ომის ზღვარზე? - უცხოეთის მიმომხილველი კახა დგებუაძე ვრცლად საუბრობს.