2017 წლის 17 მაისს გორთან მომხდარმა ავარიამ საზოგადოება შეძრა. დეპუტატ ირაკლი ხახუბიას 21 წლის ვაჟის, ბექა ხახუბიას პატრულის დევნის ოპერაციის დროს ჩქაროსნულ მაგისტრალზე მდგარ ტრაილერს დაეჯახა. პროკურატურამ საქმესთან დაკავშირებით ორ პატრულ ინსპექტორს და მათ ათმეთაურს ბრალი წაუყენა, ისინი გირაოს საფუძველზე არიან გათავისუფლებულნი და ამჟამად საქმის არსებითი განხილვის დაწყებას ელოდებიან.პალიტრა მედიას ჟურნალისტმა თორნიკე კოშკაძემ ექსკლუზიურად მოიპოვა 17 მაისის ავარიის საქმის დეტალები, მათ შორის პოლიციელების ჩვენებები, რომლებიც აქამდე არსებულ ვერსიებთან შედარებით სრულიად ახალ სურათს დაგანახებთ. თემაზე ვრცლად ჟურნალისტი თორნიკე კოშკაძე საუბრობს.