ჯერ კიდევ გასულ წელს, მთავრობა ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების შემოღებაზე საუბრობდა და პროექტის გაშვებას 2018 წლის პირველი იანვრიდან აანონსებდა. თუმცა, სფეროს სპეციალისტები ტექდათვალიერების ვალდებულების გადავადებაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ მის ამოქმედება დარჩენილ სამ თვეში, ანუ 1 იანვრიდან რთულად წარმოსადგენია. რა რეგულაციებზე მიდის მუშაობა, რა ეტაპზეა პროცესი, და გახდება თუ არა ტექდათვალიერება სავალდებულო 1 იანვრიდან? - საკითხზე ჟურნალისტი ქრისტინე გამთენაძე და ექსპერტი დავით მესხიშვილი საუბრობენ.