სოხუმის დაცემიდან დღეს 24 წელი შესრულდა. სამხედრო დაპირისპირებამ, რომელიც 13 თვეს და 13 დღეს გრძელდებოდა, ქართული მხარის დღემდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, 300 ათასი ქართველი კი, დევნილად აქცია. 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, აფხაზური მხარის მონაცემებით დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი. ჟურნალისტი ლალი პაპასკირი ომით გახლეჩილი ქართულ-აფხაზური ცხოვრების 24 წელსა და ომამდელი ნოსტალგიური მოგონებების შესახებ.